მთავარი / სიახლეები / სერია A / ალექს სანდრო: “მთავარია დაცვაში კარგი თამაში, გოლის გატანა ყოველთვის შეგვიძლია”

ალექს სანდრო: “მთავარია დაცვაში კარგი თამაში, გოლის გატანა ყოველთვის შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალექს სანდრომ „ბოლონიასთან“ (3:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გამარჯვება გუნდური თამაშით მოიპოვეს.

„ამ კვირაში სწორი მენტალიტეტით ვიმუშავეთ. სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა, ეს მოვახერხეთ თავმდაბლობით და გუნდური თამაშით. ყველამ მარტივი რაღაცები უნდა გავაკეთოთ: დღეს ეს შევძელით, დაცვაში ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რადგან ვიცით, რომ შეტევაში ადრე თუ გვიან გოლს გავიტანთ“, – თქვა ალეგრს სანდრომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 5 ოქტომბერს, შინ ჰაიფას „მაკაბისთან“ გამართავს, ხოლო 8 ოქტომბერს, სტუმრად „მილანს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …