ტურინის „იუვენტუსმა“ „რომა“ მოიზე კინის დაამარცხა და მატჩის შემდეგ იტალიელმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მთავარი გამარჯვების მოპოვება იყო და მზადაა გუნდის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთოს.
„ბურთი კარში შევიდა და მთავარი ეს იყო. დღეს გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება იყო მნიშვნელოვანი. ეს კარგად გავაკეთეთ. შემიძლია ყველგან ვითამაშოთ, ყოველთვის ვარ მწვრთნელისთვის ხელმისაწვდომი, გამოცდილება ძალიან დამეხმარა და ახლა აქ ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო და ყველაფერი გავაკეთო ჩვენი მიზნების მიღწევისთვის, რისი გაკეთებაც მხოლოდ მუშაობით შეგვიძლია“, – თქვა კინმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 14 ქულა აქვს და მეხუთე-მეშვიდე ადგილს „ლაციოსთან“ და „ატალანტასთან“ ერთად იყოფს. ტურინული გუნდი მომდევნო მატჩს 20 ოქტომბერს, „ზენიტთან“ სტუმრად გამართავს.