მთავარი / სიახლეები / სერია A / დე შილიო: “ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი თამაშის ჩატარება”

დე შილიო: “ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი თამაშის ჩატარება”

ტურინის „იუვენტუსმა“ „რომა“ 1:0 დაამარცხა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო მატია დე შილიო იყო, რომელმაც მართლაც კარგად ითამაშა. იტალიელმა მცველმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მიზანი სკუდეტოს მოგებაა და სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.

„ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარი მიზანი იყო, იქიდან გაგვეგრძელებინა, სადაც სანაკრებო პაუზის წინ გავჩერდით. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, ყველამ ერთად ვითამაშეთ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. რთული თამაში იყო, მაგრამ გუნდმა კარგად იმუშავა და ახლა ეს გზა უნდა გავაგრძელოთ.

თავიდან გვქონდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ მთავარია, რომ ახლა ერთად ვართ, კარგი გუნდი ვხდებით. მწვრთნელი ნდობას მიცხადებს, მაგრამ მთელი გუნდის ნდობას ვგრძნობ და ჩემთვის ასეთი მატჩის ჩატარება მნიშვნელოვანი იყო. სეზონი ჯერ კიდევ გრძელია და ჩვენი მიზანია სათავეში დავბრუნდეთ“, – თქვა დე შილიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 14 ქულა აქვს და მეხუთე-მეშვიდე ადგილს „ლაციოსთან“ და „ატალანტასთან“ ერთად იყოფს. ტურინული გუნდი მომდევნო მატჩს 20 ოქტომბერს, „ზენიტთან“ სტუმრად გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …