მთავარი / სიახლეები / დე ლიხტის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

დე ლიხტის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველის მატიას დე ლიხტის სამედიცინო გამოკვლევამ დადებითი პასუხი აჩვენა და ნიდერლანდელს ტრავმა არ აქვს.

თუმცა, ჯერჯერობით მაინც უცნობია, ითამაშებს თუ არა ის „ზენიტთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში. დე ლიხტს კუნთის გადაღლილობის გამო „რომასთან“ არ უთამაშია, მაგრამ კვირას წინ არის „ინტერთან“ მატჩი და შესაძლოა მასიმილიანო ალეგრიმ არ გარისკოს.

იტალიელი სპეციალისტი „ზენიტთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ალბათ გააჟღერებს ითამაშებს თუ არა დე ლიხტი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელმა 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …