ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ „ფრაიბურგთან“ მატჩის (2:0) შემდეგ, რომელშიც მან სეზონში მეორე გოლი გაიტანა. კომენტარი გააკეთა. თქვა, რომ ფანებთან მირბენა და მათთან ერთად გოლის ზეიმი, ბოდიშის მოხდა იყო.
„პირველი მომენტიდან, როდესაც ბურთი ხარიხას მოხვდა, მუხტი მივიღე და შემდეგ მიღებაზე დარტყმა გადავწყვიტე. აღნიშვნა? ამით ბოდიში მოვუხადე „იუვეს“ გულშემატკივრებს და კლუბს, რადგან არ ვარ საუკეთესო კონდიციაში და ვწუხვარ, რომ გუნდს მაქსიმალურად ვერ ვეხმარები. მინდა ვითამაშო და გულშემატკივრები გავახარო.
ვლაჰოვიჩი? მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩემპიონი გახდეს, სტატისტიკა მის მხარესაა, მას რთული პერიოდი აქვს, მაგრამ ეს გოლი დაეხმარება. „სამპდორიას“ წინააღმდეგ პენალტი ძელს გაარტყა, თუმცა, ვუთხარი, რომ ძალიან კარგად დაარტყა“, – თქვა კიეზამ.
ფედერიკოს საუბარში Sky Sport-ის ეთერში ალესანდრო დელ პიერო ჩაერთო, რომელმაც მძიმე ტრავმაზე რჩევა მისცა: „ვიცი, რას ნიშნავს ასეთი ტრავმა, ხანდახან ეს ჩვენს თავს ხდება. უნდა შევეგუოთ და ცოტა რამის გაკეთება შეგვიძლია. როცა დაბრუნდები, დგება ადაპტაციის პერიოდი, ძალიან გინდა თამაში, მაგრამ თავბრუც გეხვევა. ამ ყველაფერს ფსიქოლოგიურ დონემდე მივყავართ და ამასთან გამკლავებას დრო სჭირდება.
კიეზამ დელ პიეროს უპასუხა: „მადლობა ალექს სიტყვებისთვის. სახლში მყავს მამა, რომელსაც ორი ასეთი დაზიანება ჰქონდა და ზუსტად იგივე მითხრა. ისიც მეუბნება, რომ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო“, – თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მეოთხედფინალში მეტოქეს 17 მარტს წილისყრით შეიტყობს, ხოლო მომდევნო მატჩს 19 მარტს, სტუმრად „ინტერთან“ ჩაატარებს.