მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “კიეზას და ვლაჰოვიჩის კონდიციებში ყოფნა კარგის ნიშანია”

ალეგრი: “კიეზას და ვლაჰოვიჩის კონდიციებში ყოფნა კარგის ნიშანია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი შედეგით კმაყოფილია, მაგრამ მეორე ტაიმით – არა.

„მნიშვნელოვანი იყო მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში უკეთესი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ძალიან რთულია ბურთის შენარჩუნება? ჩვენ გვყავს ფეხბურთელები მახასიათებლებით, რომლებსაც არ ურჩევნიათ ბურთის ფლობა, დი მარიას გარდა, ყველა თავდამსხმელი კონტრშეტევაზე თავს უკეთესად გრძნობს.

მენტალური თვალსაზრისით ვლაჰოვიჩის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ ტექნიკური არჩევანის კუთხით, არ შეიძლება იმდენი შეცდომის დაშვება, რამდენიც მეორე ტაიმში დავუშვით. ეს არ არის კარგი. თუმცა დუშანისა და კიეზას კონდიციებში ყოფნა კარგის ნიშანია „ინტერთან“ მატჩის წინ. ზოგადად, გუნდმა ძალიან ბევრჯერ გარისკა და ეს არ უნდა მოხდეს.

დღეს გატიმ კარგად ითამაშა, მაგრამ გუნდმა აჩვენა პირველ რიგში კარგი შედეგი. თუმცა, არ შეიძლება ასეთი მეორე ტაიმი ვითამაშოთ 10-კაციანი მეტოქის წინააღმდეგ. ამაზე უნდა ვიფიქროთ და გავაუმჯობესოთ. კინზე არ გავბრაზებულვარ, მაგრამ მეორე ტაიმში სხვანაირად უნდა გვეთამაშა. უნდა ვიმუშაოთ, ძალიან ბევრი არჩევანი პასებში არასწორად გავაკეთეთ.

ეს მნიშვნელოვანი შედეგია, რადგან ეს გუნდი საკუთარ მოედანზე მხოლოდ აგვისტოში დამარცხდა „დორტმუნდის“ წინააღმდეგ. შედეგი კარგია, მართლაც შესანიშნავი, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ვიყოთ, ჯერ მხოლოდ მეოთხედფინალში ვართ.

კიეზა? კმაყოფილი ვარ, რომ გოლი გაიტანა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და მისთვისაც. ის სხვებზე მეტად მზად იყო სათამაშოდ, მათ შორის, ვინც ტრავმა ახლახან მოირჩინეს. თუმცა, ბურთის ფლობის მხრივ მოსამატებელი გვაქვს, 11-10-ის წინააღმდეგ საჭირო არ იყო გარისკვა.

დი მარია? რიცხობრივი უპირატესობა გვქონდა და არ მინდოდა გამერისკა, რადგან არ იყო საჭირო მისი თამაშში ჩართვა. „ინტერთან“ აუცილებლად გუნდის განკარგულებაში იქნება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მეოთხედფინალში მეტოქეს 17 მარტს წილისყრით შეიტყობს, ხოლო მომდევნო მატჩს 19 მარტს, სტუმრად „ინტერთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …