მთავარი / სიახლეები / “ფრაიბურგი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ფრაიბურგი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში „ფრაიბურგი“ დუშან ვლაჰოვიჩისა და ფედერიკო კიეზას გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 7 – სუპერსეივი გინტერის თავურზე, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, მეორე ტაიმშიც იგივე გააკეთა.

გატი 7 -ამჯერად არასწორად არ უთამაშია, მეტიც, გადამწყვეტიც იყო: როდესაც შეტევაში ჩაერთო და პენალტი მოიპოვა.

ბრემერი 6.5 – ორჯერ გადაარჩინა გუნდს, შეტევაში კი ბურთი ძელს გაარტყა,

დანილო 6.5 – დოანს გზა გადაუკეტა და ყველას, ვინც მის ზონაში გამოჩნდა.

კუადრადო 6 – ცოტა მოშვებული, ცოტა არაზუსტი. ფუნდამენტურია მისი ყოფნა, მაგრამ ამჯერად გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენია.

დე შილიო შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

ფაჯოლი 6 – ძირითადში ადგილი მისია, რაც დაიმსახურა. პენალტის შეტევა მან დაიწყო შესანიშნავი პასით, თუმცა, მაინც ნაკლებად მოციმციმე იყო.

ლოკატელი 6.5 – დაცვის წინ ის პირველი არჩევანია და კარგად ითამაშა.

ბარენეჩეა შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

რაბიო 7 – ნახევარდაცვის მეპატრონე ის არის.

კოსტიჩი 6 – ვერ ბრწყინავდა, რეალურად ეს საჭირო არც ყოფილა.

ილინგ-ჟუნიორი 6 – ალეგრისგან დიდი ნდობა დაიმსახურა.

ვლაჰოვიჩი 7 – როგორც იქნა, გაიხსნა. პენალტის დროს ცოტა გაუმართლა კიდეც და მთელი რისხვა გამოავლინა, რაც 6 მატჩი გრძელდებოდა.

კიეზა 7 – „ინტერის“ წინ ტესტები, რომ ვლაჰოვიჩს შეუწყვილდეს.  კომპენსირებულ დროში ხარიხას გაარტყა ბურთი და ცოტა ხანში თავის სტილში გოლი მაინც გაიტანა.

კინი 6 – ვლაჰოვიჩს ზურგს უმაგრებს, ბევრ ს ქმნის და ბევრი შავი სამუშაოც შეასრულა, გოლი რომ გაეტანა, უფრო კარგი თამაში ექნებოდა. კოჭლობით გავიდა მოედნიდან.

სულე შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

ალეგრი 6.5 – „იუვემ“ წინააღმდეგობა გაუწიო „ფრაიბურგის“ საწყის ტალღაც და შემდეგ მოიგო, დამსახურებულად. ევროპა ლიგაზე ფავორიტთა შორის რჩება და ტურნირის მოგების მცდელობა მოვალეობაა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …