ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეექვსე ტურში გენუის „სამპდორია“ პაულო დიბალას, ლეონარდო ბონუჩისა და მანუელ ლოკატელის გოლებით 3:2 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
პერინი 6 – ლიგაში გაშვებული გოლების სერია მასთან ერთადაც გაგრძელდა. მან გილების ეპიზოდში ვერაფერი გაახერხა, მაგრამ ალბათ, მეტის გაკეთება არც შეეძლო.
კუადრადო 5.5 – „სამპდორიას“ მეორე გოლისას ბურთი მან დაკარგა. ასევე მიიღო ყვითელი ბარათი. უცნაურად უჭირდა.
ბონუჩი 6 – პიროვნულად კარგად ითამაშა, მაგრამ ყოველთვის სუფთად – ვერ.
დე ლიხტი 6.5 – დაცვაში საუკეთესო იყო.
ალექს სანდრო 6.5 – დალაგებული მატჩი ჰქონდა. ზოგადად, ჩანს, რომ კარგ ფორმაშია.
კიეზა 5.5 – თავიდანვე რეალური საგოლე მომენტი გაანიავა. ბურთს ყოველთვის ზედმეტად ეხებოდა.
კიელინი 6.5 – მან გუნდს დაცვაში დახმარება გაუწია.
ბენტანკური 5.5 – მეორე ტაიმში მოუმატა, მაგრამ პირველ ტაიმში ყოველთვის უშვებდა ჩვეულებად ქცეულ შეცდომებს.
მაკკენი შ.გ – მან მატჩის ბოლო ნაწილი ითამაშა.
ლოკატელი 7 – გოლი, ძალიან მნიშვნელოვანი. ლიდერის თამაში ჩაატარა, განსაკუთრებით რთულ მომენტებში.
ბერნარდესკი 5 – პრაქტიკულად ყველაფერი არასწორად გააკეთა, თუნდაც ძალიან მშვიდ სიტუაციებში.
რემზი 5.5 – ცდილობდა გუნდისთვის წესრიგის მინიჭებას, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით მუშაობდა.
დიბალა 7.5 – 20 წუთი ითამაშა, გოლი გაიტანა და მაგარი პასები დაარგია. შემდეგ ტრავმის გამო მოედნიდან ცრემლებით გავიდა.
კულუშევსკი 6.5 – ის ცუდად ჩაერთო თამაშში, მართლაც ძალიან ცუდად. თუმცა, მესამე გოლში დიდი წვლილი შეიტანა, საგოლე პასით.
მორატა 5.5 – უკან გადადგმული ნაბიჯი, დასაწყისშივე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ ვერ იპოვა სწორი საწყისი წერტილი და მერე ტრავმაც მიიღო.
კინი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
ალეგრი 6 – „იუვემ“ ძლიერად დაიწყო და შემდეგ დაიკარგა. სცენარი ყოველთვის ერთი და იგივეა. დიბალას ტრავმა ცვლის გეგმებს, გუნდი 5-3-2-ზე გადავიდა. გუნდმა ძალიან მოუკლო, მაგრამ „იუვემ“ იმარჯვა, ზედიზედ მეორედ და ჯერჯერობით ეს ყველაფერი ნორმალურია.