მთავარი / სიახლეები / სერია A / ლოკატელი: “ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ეს დღე არასდროს დამავიწყდება”

ლოკატელი: “ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ეს დღე არასდროს დამავიწყდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი გენუის „სამპდორიასთან“ საუკეთესო იყო. მან სადებიუტო გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (3:2).

მანუელმა განაცხადა, რომ ეს თამაში არასდროს დაავიწყდება, რადგან „ალიანც სთედიუმზე“ გოლის გატანაზე ყოველთვის ოცნებობდა.

„ყველანი პასუხისმგებელნი ვართ, ყველამ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ერთმანეთს ვეხმარებით. საჭიროა გამარჯვება და მოვიგეთ. რასაც გასახდელში ვამბობთ, იქ რჩება და მწვრთნელის მითითებებს ვასრულებთ. გამარჯვება ფუნდამენტური იყო და ასე უნდა გავაგრძელოთ. სატურნირო ცხრილში წინ წავიწიოთ.

გოლი? ეს არის ემოცია, რომელიც არასდროს დამავიწყდება, რადგან ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე, განსაკუთრებით ამ სტადიონზე. მწვრთნელმა გვითხრა, რომ ქულების მოპოვება აუცილებელი იყო. გოლს ჩემს შეყვარებულს ვუძღნი, ჩემს ოჯახს და ყველა იუვენტინოს, რომლებიც ჩემდამი სიყვარულს ყოველთვის გამოხატავენ.

დიბალა? ვიმედოვნებ, რომ სერიოზული ტრავმა არ აქვს. ის დიდი ჩემპიონია და იმედი მაქვს, რომ მალე დაბრუნდება, რადგან ძალიან ძლიერია“, – თქვა ლოკატელიმ.

შეგახსნებეთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 29 სექტემბერს, ლონდონის „ჩელსისთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …