მთავარი / სიახლეები / სერია A / ბერნარდესკი: “ძალიან გამიხარდა, რომ მოედნიდან ტაშის ფონზე გავედი”

ბერნარდესკი: “ძალიან გამიხარდა, რომ მოედნიდან ტაშის ფონზე გავედი”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ „სამპდორიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა თქვა, ის მზადაა იმ პოზიციაზე ითამაშოს, რომელსაც მწვრთნელი შეურჩევს.

„შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, დასანანია, რომ გოლი გავუშვით, ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მეორე ტაიმში მოედანზე სწორი შემართებით დავბრუნდით, რომ თამაში დაგვეხურა და არ მიგვეცა ჩვენი მეტოქისთვის დაბრუნების შესაძლებლობა. როდესაც მარცხნივ ვთამაშობ, განსხვავებული სამუშაო უნდა შევასრულო, ვიდრე მოედნის მეორე მხარეს. ტაშით გასვლა ძალიან გამიხარდა, საჭიროების შემთხვევაში ასე მზად ვარ წინ ვითამაშო, ვნახოთ მწვრთნელი რას გადაწყვეტს“, – თქვა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 29 სექტემბერს, ტურინში, ლონდონის „ჩელსისთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …