ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „რომა“ მოიზე კინის გოლით დაამარცხა (1:0) და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 7 – მან დაიბრუნა სიმშვიდე და „იუვესთვის“ ფუნდამენტური გახდა. ვერეტუს წინააღმდეგ მოგერიებული პენალტი გოლის ტოლფასი იყო.
დანილო 6 – ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იძულებული იყო ზეგანაკვეთურად ემუშავა, ის არ იყო საუკეთესო ფორმაში და ეს ჩანდა.
ბონუჩი 6.5 – დაცვაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო თანაგუნდელთა შორის.
კიელინი 5.5 – შეტევა, რომელსაც პენალტი მოჰყვა, მისი შეცდომით დაიწყო, როცა ცენტრში უხეშად შეცდა და ბურთი დაკარგა. ბევრი მნიშვნელოვანი ჩაჭრა და მოქმედება ჰქონდა, მაგრამ ეს იყო თამაში, რომელშიც ბევრი წვრილმანი შეცდომები დაუშვა.
დე შილიო 7 – პირველ ტაიმში „იუვეს“ მხრიდან საუკეთესო იყო. რთული, პრაქტიკულად წარმოუდგენელი გახლდათ ამის პროგნოზირება, მაგრამ ასეა. გოლიც მისი იდეალური ჩაწოდების შემდეგ გავიდა. მოედანი აპლოდისმენტების ფონზე დატოვა.
ალექს სანდრო შ.გ – ბრაზილიელმა მცველმა მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა.
კუადრადო 6 – ყველაფერი გაიღო, მაგრამ შეცდომები ჰქონდა და შესამჩნევი არ იყო.
ბენტანკური 7 – გასაკვირია, მაგრამ სამხრეთამერიკელთა შორის საუკეთესოდ ითამაშა. შეიძლება გოლი უფრო მეტად მისია, ვიდრე კინის, ერთ-ერთი თამაში, რომელშიც ის ალბათ საუკეთესო იყო.
ლოკატელი 6 – ბევრი მსხვერპლი გაიღო, მას ეს შეუძლია.
ბერნარდესკი 6.5 – კარგი თამაში ჰქონდა, საუკეთესო ეპიზოდი კი მეორე ტაიმის დასაწყისში მაკრატელა იყო, რომელიც რუი პატრისიუმ მოიგერია.
არტური 6 – მან ნახევარდაცვას წესრიგი შემატა, მაგრამ დაცვის წინ ლოკატელი დარჩა.
კინი 6.5 – გოლი გაიტანა და დიდი მონდომებით ითამაშა. მეორე ტაიმში აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა. მაგრამ, ბევრ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოდა.
მორატა 6 – თითქოს თვის ბოლომდე ვერ უნდა ეთამაშა, მაგრამ უკვე მზადაა. მისი მოედანზე ყოფნა მნიშვნელოვანი იყო.
კიეზა 5.5 – ის პოზიციას ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა. ეს არ იყო მისი საღამო, ალეგრი სწორად მოიქცა, როცა შეცვალა.
კულუშევსკი 6 – უნდა მოიპოვოს სათამაშო დრო და თამაშში ისევ კარგად ჩაერთო.
ალეგრი 6.5 – მტკივნეული გამარჯვება. „ნაპოლი“ და „მილანი“ ისევ ძალიან შორს არიან, მაგრამ დანარჩენები ყველა ხელმისაწვდომია.