მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვემ” სერია A-ში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო

“იუვემ” სერია A-ში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მერვე ტურში „რომას“ დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ისევ მეორე ნომრად ითამაშა და ჩანაფიქრმა გაამართლა. ზედიზედ მესამე გამარჯვება ერთნაირი ანგარიშით – 1:0. ამჯერად, მატჩის ბედი მოიზე კინის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მე-16 წუთზე გაიტანა. მარცხენა ფლანგიდან მატია დე შილიომ ჩააწოდა, იქ ყველას როდრიგო ბენტანკურმა დაასწრო, ბურთი კინს მოხვდა და კარში აღმოჩნდა.

პირველი ტაიმის ბოლოს „რომას“ გათანაბრება შეეძლო, ჰენრიხ მხითარიანის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, მაგრამ ვოიცეხ შჩესნიმ ჯორდან ვერეტუს აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

მეორე ტაიმი „იუვემ“ აქტიურად დაიწყო და გოლთან ახლოს იყო. ფედერიკო ბერნარდესკის მარკატელა რუი პატრისიუმ მოიგერია, ხოლო დმაატებაზე მოიზე კინს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ბურთის კარს ააცილა. საბოლოოდ, ტურინულმა გრანდმა საქმე გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა.

„იუვემ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეხუთე, ხოლო სერია A-ში მეოთხე თამაში მოიგო და 14 ქულით მეხუთე-მეშვიდე ადგილებს „ლაციოსთან“ და „ატალანტასთან“ ერთად იყოფს.

ალეგრის გუნდი 20 ოქტომბერს, სტუმრად „ზენიტს“ შეხვდება, ხოლო 24 ოქტომბერს, ასევე სტუმრად „ინტერს“ ეთამაშება.

„იუვენტუსი“ – „რომა“ 1:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი, დე შილიო (ალექს სანდრო 88); კუადრადო, ბენტანკური, ლოკატელი, ბერნარდესკი (არტური 75); კიეზა (მორატა 71), კინი (კულუშევსკი 71)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„რომა“ (4-2-3-1): რუი პატრისიუ; კარსდორპი, იბანიესი, მანჩინი, ვინა; კრისტანტე, ვერეტუ (შომუროდი 81); ძანიოლო (ელ შაარავი 36), პელეგრინი, მხითარიანი; აბრაჰამი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლი: 1:0 კინი (16)

გაფრთხილება: შჩესნი (45), დე შილიო (49), დანილო (87) – აბრაჰამი (45), ელ შაარავი (70), შომუროდოვი (85), მანჩინი (89), კარსდორპი (90)

გამოუყენებელი პენალტი: ვერეტუ (44)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 14 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 0:6 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: დანიელე ორსატო

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …