ტურინის „იუვენტუსმა“ 2021 წლის ბოლო შეხვედრა საკუთარ მოედანზე „კალიარისთან“ გამართა და 2:0 მოიგო. გოლები მოიზე კინმა და ფედერიკო ბერნარდესკიმ გაიტანეს. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomcercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6.5 – ჟოაო პედროს დარტყმაზე სუპერსეივი შეასრულა და გუნდი გადაარჩინა.
კუადრადო 6.5 – ის ყვითელი ბარათის რისკის ქვეშ იყო, მაგრამ ალეგრი გამოცდილებას დაეყრდნო. მან გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
ბონუჩი 6.5 – გარკვეულწილად ღელავდა, მაგრამ ნელ-ნელა მოუმატა და დამაჯერებლობაც მოემატა.
დე ლიხტი 6.5 – მეორე სართულზე შესანიშნავი იყო, მასზე უფრო მეტს საუბრობენ რაიოლას სიტყვების შემდეგ.
ალექს სანდრო 5 – ასეთ მატჩშიც კი გაუჭირდა. მას მეორე ტაიმში ბელანოვა გაექცა და დალბერტი ძალიან ახლოს იყო გოლთან.
ბენტანკური 6 – ის საშინაო დავალებით შემოიფარგლა, ასე უკეთესია.
არტური 6.5 – ნახევარდაცვაში საუკეთესო იყო.
ლოკატელი შ.გ – ზედიზედ მეორე მატჩში თადარიგში იყო, რადგან ბოლო დროს მცირე ტკივილები ჰქონდა. ბოლო წუთები ითამაშა.
რაბიო 6 – როდესაც სტადიონის დიქტორმა გამოაცხადა, რომ ის შესვენებაზე შეცვალეს, კურვასუდმა ტაში დაუკრა.
მაკკენი 6 – გუნდს უფრო მეტი დინამიკა შესძინა.
ბერნარდესკი 7 – მისი დარტყმა საგოლე პასად იქცა. შემდეგ ანგარიშის სხვაობა გაზარდა და სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა ბოლო წელიწადნახევარში და მოედანი ტაშის ფონზე დატოვა.
კაიო ჟორჟე შ.გ – მან ბოლო რამდენიმე წუთი ითამაშა.
კინი 6.5 – უკეთესია, როცა ცენტრფორვარდად გადავიდა. გოლი გაიტანა, ამჯერად არა შემთხვევით, არამედ ინტუიციის წყალობით. მეორე ტაიმში ზედმეტად არაზუსტი იყო.
კულუშევსკი 6.5 – ღია სივრცეში კარგი იყო და ბერნარდესკის საგოლე პასი გაუკეთა.
ალეგრი 6 – „იუვემ“ მაქსიმალური შედეგი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში გოლს ორჯერ გადაურჩა. რბილად რომ ვთქვათ, „კალიარის“ დამარცხებაში დიდი ძალისხმევა დახარჯა, მაგრამ საბოლოოდ, შედეგს მაინც მიაღწია.