მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” ფინანსური პრობლემები: რონალდუდან იგუაინამდე

“იუვენტუსის” ფინანსური პრობლემები: რონალდუდან იგუაინამდე

La Gazzetta dello Sport-მა ტურინის “იუვენტუსის” ფინანსური ტრანზაქციების მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი ცალკე გამოყო. წყაროს ინფორმაციით “ბებერ ქალბატონს” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სამი წლის განმავლობაში 277 მილიონი ევრო დაუჯდა.

რონალდუს შემდეგ, მეორე ადგილზე არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი გავიდა, რომელიც კლუბს 122 მილიონი ევრო დაუჯდა. სამეულს კი დუგლას კოსტა ხურავს – 87 მილიონი ევრო.

აღნიშნული ფეხბურთელების გარდა, სიაში ისეთი მოთამაშეების გვარებია, როგორებიც არიან არტური (85 მილიონი ევრო), ფედერიკო ბერნარდესკი (73), დეიან კულუსევსკი (49), ადრიენ რაბიო (29), მარკო პიაცა (32).

აქვე გეტყვით, რომ “იუვენტუსმა” კრისტიან რომეროს ტრანსფერში 28 მილიონი ევრო გადაიხადა თუმცა, ჯერ “ჯენოაში” გაანათხოვრა, შემდეგ კი 15 მილიონად “ატალანტაში” გაყიდა. ამასთან, თავად “ატალანტამ” 23 წლის არგენტინელი ფეხბურთელი “ტოტენჰემს” 50 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …