მთავარი / სიახლეები / სერია A / სეზონის საწყის სამ ტურში დაკარგული ქულების მძიმე ფასი და გადამწყვეტი იანვარი

სეზონის საწყის სამ ტურში დაკარგული ქულების მძიმე ფასი და გადამწყვეტი იანვარი

ტურინის „იუვენტუსმა“ 2021 წელს დაასრულა და სერია A-ში პირველი წრის მერე მეხუთე ადგილზეა. ბოლო ტურებში „იუვემ“ კონკურენტებთან ჩამორჩენა შეამცირა.

ბოლო რვა ტურში „იუვენტუსმა“ „ინტერთან“ და „ატალანტასთან“ ერთად ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა (19) და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევს. ეს საკმაოდ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელის ფონზე, მათ შორის, პაულო დიბალა, ფედერიკო კიეზა და დანილო შედიან, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრები არიან და დიდ ძალას წარმოადგენენ.

„იუვემ“ ბოლო ორ ტურში „ატალანტასთან“ ჩამორჩენა 5 ქულით, ხოლო „ნაპოლისთან“ ბოლო 5 ტურში 9(!) ქულით შეამცირა. შესაბამისად, ახლა ოთხეული არც ისე შორსაა, როგორც რამდენიმე კვირის წინ.

ზოგადად, თუ პირველი წრის შედეგებს გადავხედავთ და საწყის სამ ტურს გამოვაკლებთ, „იუვენტუსმა“ 33 ქულა დააგროვა (ბოლო 16 ტურში). ეს კი მესამე შედეგია. უკანასკნელ 16 ტურში უფრო მეტი ქულა „ინტერმა“ (39) და „ატალანტამ“ (34) მოიპოვეს, ასევე 33 ქულა დააგროვა „მილანმა“. შესაბამისად, ის სხვაობა, რომელიც ახლა არსებობს, განპირობებულია „იუვეს“ საშინელი სტარტით, როდესაც საწყის სამ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა („უდინეზესთან“ ფრე და წაგებები „ემპოლისთან“ და „ნაპოლისთან“).

ახლა წინ იანვრის თვეა, რომელიც კალენდარიდან გამომდინარეც ჩანს, რომ ბევრ რამეს გაარკვევეს. იანვარში „იუვეს“ 6 მატჩი ელოდება 17-დღიან ინტერვალში და ურთულესი კალენდარი აქვს!

6 იანვარი: „იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ (სერია A)

9 იანვარი: „რომა“ – „იუვენტუსი“ (სერია A)

12 იანვარი: „ინტერი“ – „იუვენტუსი“ (იტალიის სუპერთასი)

15 იანვარი: „იუვენტუსი“ – „უდინეზე“ (სერია A)

18 იანვარი: „იუვენტუსი“ – „სამპდორია“ (იტალიის თასი)

23 იანვარი: „მილანი“ – „იუვენტუსი“ (სერია A)

როგორც ხედავთ, სერია A-ში „იუვეს“ უახლოესი ოთხი მატჩიდან 3 უშუალო კონკურენტებთან („ნაპოლი“, „რომა“, „მილანი“) ელოდება. ცხადია, ამ კალენდარს ტურინელები დადებითი ბალანსით თუ გადალახავენ, მერე სიტუაცია უფრო გამარტივდება, რადგან კალენდარი გაცილებით გაადვილდება, ყოველშემთხვევაში ფურცელზე მაინც…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …