ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 24-ე ტურში „ვერონა“ დუშან ვლაჰოვიჩისა და დენის ზაკარიას გოლებით 2:0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველად ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – ყოველთვის ყურადღებითაა, რამდენიმე დელიკატური სიტუაციისგან იხსნა გუნდი ხელებით და ფეხებით.
დანილო 6.5 – ფუნდამენტური დაბრუნება, უკვე გამოჩნდა რამდენ უსაფრთხოებას იძლევა ის გუნდისთვის ორმაგ ფაზაში.
დე ლიხტი 6.5 – გაუვალია.
კიელინი 6.5 – ყველა ორთაბრძოლაში შედიოდა, როგორც კი შეეძლო.
დე შილიო 6.5 – იზრდება, აქვს სითამამე, ნდობა. ასე, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
რუგანი შ.გ – მან ბოლო 15 წუთი ითამაშა.
ზაკარია 6 – როგორც კი სივრცეები ჩნდებოდა, მისი დონე იზრდებოდა. გოლი მისი თამაშის გვირგვინი იყო.
მაკკენი შ.გ – ამერიკელმა ბოლო წუთები ითამაშა.
არტური 6.5 – ყველა შეტევა მისი ფეხებიდან იწყება, ზოგჯერ ძალიან რისკავდა, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები არ ჰქონია.
რაბიო 6.5 – კარგად ითამაშა, ხარისხიანად.
დიბალა 6.5 – არ არის საუკეთესო, განსაკუთრებით ბურთის გარეშე. მაგრამ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ვლაჰოვიჩია, კარგია მისთვისაც, რომელსაც შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა.
კუადრადო შ.გ – მან მატჩის ბოლო მონაკვეთი ითამაშა.
ვლაჰოვიჩი 7.5 – „იუვე“ შეიცვალა, მინიმუმ ამ პირველ მატჩში. გოლი მყისიერი შედეგია. თუმცა ის არის ამოსავალი წერტილი, რომელიც გუნდს ადრე აკლდა. მან სტადიონსაც დიდი მუხტი მისცა.
მორატა 7 – თავს სწირავს ყველასთვის, ეხმარება ზაკარიას გოლის გატანაში. დიდი პასუხი.
ალეგრი 7 – მაკკენისა და კუადრადოს კონდიციების გამო მოუწია ვარსკვლავური შემტევი ტრიოს დაყენება, თავიდანვე დიბალა და მორატა ვლაჰოვიჩთან ერთად. ის მართალი აღმოჩნდა. პირველად ამ სეზონში „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში, თუნდაც „ატალანტას“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.