ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 28-ე ტურში „ვერონა“ მოიზე კინის ერთადერთი გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 7 – მატჩის მიწურულს ტერაჩანოს ფუნდამენტური დარტყმა მოიგერია.
გატი 6.5 – ის პოულობს სათამაშო დროს უწყვეტად და ნდობას. ერთი გატია „ფრაიბურგთან“ მატჩამდე და მეორე „ფრაიბურგის“ შემდეგ. ეს უკანასკნელი, როგორც იქნა, „იუვეს“ შესაფერისი ფეხბურთელია.
ბრემერი 6 – გაიჩთან დუელები მოიგო, მაგრამ მატჩის ბოლოს აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა.
დანილო 6 – დასაწყისში შეცდომა დაუშვა, რომელიც ძვირად არ დაუჯდა. საჯარიმო დარტყმის უკეთ შესრულება შეეძლო.
კუადრადო 6 – მარჯვენა ფლანგზე მისი ჩართვები გუნდს აკლია.
კოსტიჩი 6 – „ინტერთან“ მატჩის წინ დაისვენა და მხოლოდ თამაშის ბოლო ნაწილი ითამაშა.
ბარენეჩეა 5 – ამჯერად ცუდად ითამაშა, ბევრი შეცდომა დაუშვა და შესვენებაზე შეცვალეს.
მირეტი 6 – არაფერი განსაკუთრებული უჩვენებია, მაგრამ მეტი სიახლე შემოიტანა თამაშში და საგოლე შეტევაც მან დაიწყო.
ლოკატელი 7 – „იუვე“ მის მხრებზეა, შლის მეტოქის შეტევებს და იწყებს თავისი გუნდის შეტევებს. კინის გოლის მომენტში საგოლე პასიც მისია.
ფაჯოლი 6.5 – მარტივად თამაშობს და თითქმის არასდროს ცდება.
დე შილიო 5.5 – საშინაო დავალება შეასრულა, არასდროს ჩანს და მარჯვნივ უკეთ ითამაშა, ვიდრე მარცხნივ.
მილიკი 6 – დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა, ხაზებს შორის მოძრაობდა, მაგრამ ფორმაში არ არის.
დი მარია 6 – ნახევარი საათი ეფექტების გარეშე.
კინი 7 – გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ თამაშის ბედი გადაწყვიტა.
ვლაჰოვიჩი 5.5 – ღია თამაშიდან გოლის გატანა დიდი ხანია მისთვის პრობლემაა.
ალეგრი 6.5 – ლიდერები დაასვენა. „იუვე“ არ აჯადოებს, მაგრამ არც იტანჯება და იმარჯვებს. მისია შესრულებულია.