მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვეს” მძიმე გამარჯვება “ვერონასთან”

“იუვეს” მძიმე გამარჯვება “ვერონასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 28-ე ტურში „ვერონას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

თამაში ძალიან მოსაწყენი გამოდგა და საგოლე მომენტები პრაქტიკულად არ შექმნილა. მაგალითად, „იუვეს“ მხოლოდ ორი რეალური მომენტი ჰქონდა. პირველ ტაიმში დანილოს დარტყმა ძელს მოხვდა, ხოლო მეორე მომენტი გოლად იქცა.

56-ე წუთზე მანუელ ლოკატელის შესანიშნავი პასით მოიზე კინი ხელსაყრელ ვითარებაში დარჩა და გაიტანა. სწორედ ამ გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. სხვათა შორის, მატჩს ალესანდრო დელ პიერო დაესწრო, როგორც ამბობენ, ის “ბებერ ქალბატონში” ბრუნდება, ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე. აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსმა“ „ვერონა“ პირველ წრეშიც სტუმრად კინის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

„იუვემ“ 44 ქულა დააგროვა და ჯერ ისევ მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ მეოთხე ადგილს 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს მასიმილიანო ალეგრის გუნდი სამშაბათს იტალიის თასზე „ინტერთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 8 აპრილს, სტუმრად „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

„იუვენტუსი“ – „ვერონა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კინი (56)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …