ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-19 ტურში „ატალანტას“ საკუთარ მოედანზე დაუზავდა (3:3). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 4 – უმძიმესი შეცდომა ლუკმენის პირველ გოლში, ეს მისი სტილი არ არის. დანარჩენ გოლებშიც ვერაფერი შეძლო.
დანილო 6 – მეორე ტაიმი საშინლად დაიწყო და „ატალანტას“ აჩუქა ბურთი, რითაც ანგარიში გათანაბრდა. თუმცა, მან გოლი გაიტანა და ამას დიდი წონა აქვს, ისევე, როგორც 90-ე წუთზე მურიელზე დასწრებას.
ბრემერი 5 – ბრემერმა ბურთი დაკარგა, მან მეჰლე თამაშგარეში ვერ დატოვა. ბოლო ორ მატჩში უხელმძღვანელა დაცვას, რომელმაც 8 გოლი გაუშვა და უმეტესობა მის კისერზეა. მანამდე კი 17 ტურში მხოლოდ 7 გაშვებული გოლი იყო.
ალექს სანდრო 4.5 – შჩესნი პირველ გოლში შეცდა, მაგრამ მანამდე შემტევს ხელი ალექს სანდრომ საერთოდ ვერ შეუშალა. მერე ლუკმენის მეორე გოლსაც უყურებდა.
მაკკენი 6 – ცდილობს ახალ პოზიციაზე კარგად ითამაშოს, მაგრამ როცა ბოგა ბურთს იღებდა, მისთვის თავის ტკივილი იწყებოდა.
ფაჯოლი 7 – როცა ის თამაშობს, „იუვე“ უკეთ თამაშობს, ბევრად უკეთ. პირველი ტაიმი სუპერი ჰქონდა, შემდეგ ვერც მან მოახერხა ვერაფერი.
კუადრადო შ.გ – კოლუმბიელი დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა.
ლოკატელი 5.5 – პირველ გოლზე მნიშვნელოვანი ბურთი დაკარგა, ჩვეულებრივზე მეტად გაუჭირდა.
რაბიო 5.5 – ის საუკეთესო ფორმაში არ იყო და ეს ჩანდა.
კოსტიჩი 5 – ყოველთვის გვიან მოქმედებდა და თითქმის ამოუცნობი იყო.
კიეზა 6 – თამაშში ჩართვას ცდილობდა, მაგრამ ამჯერად ეფექტი არ აქვს.
დი მარია 8 – შოკი სულ მისი დამსახურებაა, ყვირის, ბრაზდება, ფეხბურთს ხატავს. პრობლემა რა თქმა უნდა, ის არ არის, აბსოლუტური ჩემპიონია.
მირეტი 5 – ისეთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, რომ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა. საჯარიმოში კვლავ ძალიან ცუდია და ამ კუთხით პროგრესი სწრაფად არის საჭირო.
მილიკი 7 – დი მარიას ბრწყინვალედ უგებდა, რამდენიმე პენალტს ითხოვდა, ნამდვილი ბომბარდირის გოლი გაიტანა.
კინი 6 – არეულია, როგორც ყოველთვის, მაგრამ მირეტის ისეთი პასი გაუკეთა, მხოლოდ ბურთის კარის ბადეში შეგდება იყო საჭირო, რომელიც მისმა თანაგუნდელმა დაკარგა.
ალეგრი 6.5 – გვთავაზობს ენერგიულ „იუვეს“, ასევე რეაგირებს გაშვებულ გოლებზე. ორ თამაშში 8 გოლის გაშვება ძალიან ბევრია, მაგრამ ამჯერად დამოკიდებულება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და გუნდი იბრძოდა.