ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა მანუელ ლოკატელის დამატება ვეღარ მოახერხოს. იტალიური მედიის ცნობით, 23 წლის ნახევარმცველით დონეცკის „შახტარია“ დაინტერესებულია.
უკრაინული გუნდის მთავარ მწვრთნელად რობერტო დე ძერბი დაინიშნა, რომლის სახელსაც უკავშირდება ლოკატელის პროგრესი. თვითონ ფეხბურთელს უკრაინაში გადაბარგების პერსპექტივა არ ხიბლავს, მაგრამ ფინანსურმა კუთხემ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს.
„სასუოლო“ ლოკატელიში 40 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც „იუვენტუსს“ ამჟამად არ შეუძლია, ხოლო „შახტარს“ ფინანსური პრობლემები არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ მანუელ ლოკატელი „იუვეს“ შარშანაც აინტერესებდა, მაგრამ ტრანსფერი ვერ განხორციელდა. მოსალოდნელია, რომ ლოკატელის ბედი უახლოეს მომავალში გაირკვევა.