მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს”, “რეალს” და “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაცია ემუქრებათ

“იუვენტუსს”, “რეალს” და “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაცია ემუქრებათ

ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალთან“ და „ბარსელონასთან“ ერთად შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ.

ესპანური მედიის ცნობით, უეფა სამივე კლუბის სამაგალითოდ დასჯას აპირებს და დისკვალიფიკაციის გარდა, დიდძალ ფინანსურ ჯარიმასაც დააკისრებს. უეფა კლუბების დასჯას სუპერლიგის პროექტის გამო აპირებს.

აღსანიშნავია, რომ უეფამ უკვე დაიწყო სამივე კლუბის შესახებ გამოძიება, რაც მიანიშნებს, რომ სანქციები უახლოეს მომავალში მართლაც მოსალოდნელია.

შეგახსენებთ, რომ „იუვე“, „რეალი“ და „ბარსა“ სუპერლიგის პროექტზე უარს არ ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ არშემდგარ ტურნირს ზურგი მათ გარდა ყველა კლუბმა აქცია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …