მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ლოკატელისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა

“იუვეს” ლოკატელისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა მანუელ ლოკატელის დამატება ვეღარ მოახერხოს. იტალიური მედიის ცნობით, 23 წლის ნახევარმცველით დონეცკის „შახტარია“ დაინტერესებულია.

უკრაინული გუნდის მთავარ მწვრთნელად რობერტო დე ძერბი დაინიშნა, რომლის სახელსაც უკავშირდება ლოკატელის პროგრესი. თვითონ ფეხბურთელს უკრაინაში გადაბარგების პერსპექტივა არ ხიბლავს, მაგრამ ფინანსურმა კუთხემ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს.

„სასუოლო“ ლოკატელიში 40 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც „იუვენტუსს“ ამჟამად არ შეუძლია, ხოლო „შახტარს“ ფინანსური პრობლემები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ლოკატელი „იუვეს“ შარშანაც აინტერესებდა, მაგრამ ტრანსფერი ვერ განხორციელდა. მოსალოდნელია, რომ ლოკატელის ბედი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …