მთავარი / სიახლეები / დონარუმა და საული “იუვენტუსის” ინტერესის სფეროში

დონარუმა და საული “იუვენტუსის” ინტერესის სფეროში

ტურინის „იუვენტუსი“ ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერში ერთვება. Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბს მეკარის შეძენის აუცილებლობა არ უდგას, მაგრამ დონარუმას უფასოდ დამატების შესაძლებლობამ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს.

ჯიჯო მხოლოდ 22 წლისაა და იტალიელია, რასაც ემატება ფაქტი, რომ ის 35 დღეში თავისუფალი აგენტი ხდება და სწორედ ამან შესაძლოა „იუვეს“ მისი დამატება გადააწყვეტინოს.

რა თქმა უნდა, დონარუმას ხელფასი უფრო ძვირი დაჯდება კლუბისთვის, ვიდრე შჩესნის, მაგრამ მის სანაცვლოდ 1 ევროს გადახდაც არ იქნება საჭირო და 31 წლის შჩენის გაყიდვაც შესაძლებელია. ტურინული გრანდის კონკურენტებად „ბარსელონა“ და პსჟ სახელდებიან.

გარდა ამისა, „იუვენტუსი“ მუშაობას იწყებს მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველის, საულ ნიგესის ტრანსფერზე. ესპანელთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია, მაგრამ წყაროს თანახმად, ტურინელები საულის ტრანსფერზე წინ მიიწევენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …