ტურინის „იუვენტუსი“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. ფეხბურთელების ნაწილი კონტინასას ბაზაზე წინა დღეებში გამოჩნდა, ხოლო დღეს მათ რამდენიმე მოთამაშე შეუერთდა.
J Medical-ში ლეონარდო ბონუჩი, ვოიცეხ შჩესნი, მატაის დე ლიხტი, ვესტონ მაკკენი, ალექს სანდრო, მანუელ ლოკატელი მივიდნენ.
ფანებმა დე ლიხტს „იუვეში“ დარჩენისკენ და „ბაიერნში“ არწასვლისკენ მოუწოდეს. ყველა ფეხბურთელმა ფანებს ავტოგრაფები დაურიგეს.
გუნდი დღეს შეიკრიბება, ხოლო ხვალიდან მთელი შემადგენლობა ვარჯიშს დაიწყებს.
Domenica di rientri ⚪️⚫️@bonucci_leo19 ✅
Alex Sandro ✅@mdeligt_04 ✅ pic.twitter.com/okx1CtV8hj— JuventusFC (@juventusfc) July 10, 2022