მთავარი / სიახლეები / “იუვემ” დე ვინტერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და “ემპოლიში” გაანათხოვრა

“იუვემ” დე ვინტერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და “ემპოლიში” გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ ახალგაზრდა ბელგიელ მცველ კონი დე ვინტერს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივა, მაგრამ ამავდროულად გაანათხოვრა.

„ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდის ცნობით, 20 წლის ბელგიელი მომდევნო სეზონს იჯარით „ემპოლიში“ გაატარებს.

დე ვინტერი ძირითადად 23-წლამდე გუნდში თამაშობდა, მაგრამ გასულ სეზონში მთავარ გუნდშიც გამოჩნდა და ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისა“ და „მალმიოს“ წინააღმდეგ ითამაშა კიდეც.

ბელგიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში მეორე გუნდის ჩათვლით მთლიანობაში 33 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. „ემპოლიში“ მას სავარაუდოდ სათამაშო პრაქტიკა ექნება, რაც განვითარებაში დაეხმარება. ტურინელები რომ მასზე იმედს ამყარებენ, კონტრაქტის განახლებაც მიანიშნებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …