მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” არგენტინის ნაკრების მცველის ტრანსფერზე მუშაობს

“იუვენტუსი” არგენტინის ნაკრების მცველის ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსმა“ „ჯენოას“ მცველის, ანდრეა კამბიასოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს დღეებში ახალგაზრდა იტალიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

გარდა ამისა, იტალიური მედია იტყობინება, რომ „იუვე“ „უდინეზესა“ და არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველის, ნაუელ მოლინას გადაბირებაზე უკვე აქტიურად მუშაობას. ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია – 4-წლიანი კონტრაქტი, სეზონში 2.5 მილიონი ევროს ხელფასი ბონუსების ჩათვლით.

24 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში „უდინეზეს“ რიგებში 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მას არგენტინის ნაკრებში 17-ჯერ უთამაშია და ერთი წლის წინ კოპა ამერიკა მოიგო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …