მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” ძანიოლოს ტრანსფერზე წინ მიიწევს

“იუვენტუსი” ძანიოლოს ტრანსფერზე წინ მიიწევს

ტურინის „იუვენტუსმა“ ანხელ დი მარია და პოლ პოგბა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას აგრძელებს.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელთა მომდევნო სამიზნე ნიკოლო ძანიოლოა. იტალიელ ნახევარმცველს „რომას“ პირველ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და როგორც კლუბმა გაავრცელა განცხადება, წელის ტრავმის გამო.

„იუვეს“ ძანიოლოსთან პირად კონტრაქტზე შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს, ახლა კი „რომასთან“ მოლაპარაკების ჯერია. „ბებერ ქალბატონს“ სურს, მისი იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით გადაყვანა. ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს. რიგი იტალიური გამოცემები იტყობინებიან, რომ შესაძლოა, ერთ კვირაში ძანიოლო „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …