ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-11 ტურში სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება და ფედერიკო კიეზა ვერ ითამაშებს.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, ფედერიკოს მცირე დაღლილობას განიცდის და ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს, ისევე როგორც აარონ რემზი – იმავე მიზეზით. „იუვეს“ განაცხადი ასეთია:
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები: კიელინი, დე ლიხტი, დანილო, კუადრადო, ალექს სანდრო, პელეგრინი, ბონუჩი, რუგანი
ნახევარმცველები: არტური, მაკკენი, ბერნარდესკი, რაბიო, ლოკატელი, ბენტანკური, კულუშევსკი
თავდამსხმელები: მორატა, დიბალა, კაიო ჟორჟე
შეგახსენებთ, რომ „ვერონასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 30 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
I convocati per #VeronaJuve! ⚫️⚪️#ForzaJuve
Powered by @bitgetglobal pic.twitter.com/OXniFFP7Qa
— JuventusFC (@juventusfc) October 29, 2021