მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “ჩვენ ვიცით, რომ “იუვენტუსში” მთავარი მხოლოდ გამარჯვებაა”

ნედვედი: “ჩვენ ვიცით, რომ “იუვენტუსში” მთავარი მხოლოდ გამარჯვებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა გუნდის მიზნებზე, შესაძლო ტრანსფერებსა და პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე კომენტარი გააკეთა.

„აქ ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, შედეგი და გამარჯვებაა. ჩვენ ეს ვიცით და ისიც ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ალეგრიმ და ფეხბურთელებმაც იციან. ამ კლუბს გამარჯვება დნმ-ში აქვს. დღეს სირთულეები აქვს, ბოლო თამაში კარგი არ იყო, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. სასწრაფოდ უნდა წამოვდგეთ ფეხზე და შედეგები ვაჩვენოთ.

ახლა ჩემპიონობასა და მიზნებზე საუბარი რთულია. ჩვენს წინ მყოფ მეტოქეებს შევხედოთ და ვიმუშაოთ. ეს შემადგენლობაში საკმარისია იმისთვის, რომ მოწინავე პოზიციებზე ვიფიქროთ. ტრანსფერების შესაძლებლობა თუ იქნება, შევაფასებთ.

დიბალას კონტრაქტის განახლება? კარგ წერტილში ვართ და გვიხარია, რომ ის ფორმაში ბრუნდება“, – თქვა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …