ტურინის „იუვენტუსის“ და „სასუოლოს“ ხელმძღვანელები მეოთხედ შეხვდებიან და საუბრის თემა ისევ მანუელ ლოკატელი იქნება. წინა სამმა შეხვედრამ უშედეგოდ, შეთანხმების გარეშე ჩაიარა.
იტალიური მედიის ცნობით, ტურინელთა წინადადება 32 მილიონ ევრომდე გაიზარდა. „იუვე“ „სასუოლოს“ სთავაზობს ორწლიან იჯარას 32 მილიონი ევროს ჯამური ღირებულებით, ხოლო ფეხბურთელის სავალდებულო გამოსყიდვა დამოკიდებული იქნება ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასთან დაკავშირებით.
მხარეები უახლოეს დღეებში შეხვდებიან და ტურინელები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მიღწევენ, მაგრამ იცის ცნობილია, რომ „სასუოლო“ ლოკატელიში 40 მილიონ ევროს ითხოვს.