მთავარი / სიახლეები / “იუვემ” და “ბარსამ” პიანიჩის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს

“იუვემ” და “ბარსამ” პიანიჩის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს

ტურინის „იუვენტუსში“ მირალემ პიანიჩი ბრუნდება. „ბარსელონას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გუშინ შედგა და შეთანხმებასაც მიაღწიეს. ამის შესახებ კატალონიური პრესა წერს.

პიანიჩი „იუვეში“ ერთწლიანი იჯარით, ერთი წლით განახლების ვარიანტით დაბრუნდება და მას ხელფასის 20%-ით შემცირებაც მოუწევს იმასთან შედარებით, რაც ახლა „ბარსელონაში“ აქვს.

პიანიჩის ჟოან გამპერის თასზე „იუვესთან“ არ უთამაშია და მას ფანებიც უსტვენდნენ, რადგან ლიონელ მესის წასვლაში ერთ-ერთ დამნაშავედ მიაჩნიათ, რადგან პიანიჩს ძალიან ხელფასი აქვს ესპანურ გრანდში.

შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016-2020 წლებში თამაშობდა და 178 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …