მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “ალეგრი ჩემს კაპიტნობაზე? ვიცი, რაც უნდა გავაკეთო”

ბონუჩი: “ალეგრი ჩემს კაპიტნობაზე? ვიცი, რაც უნდა გავაკეთო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი მშობლიური ქალაქის ვიტერბოს საპატიო მოქალაქედ აღიარეს და მან იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მათ შორის ისაუბრა მასიმილიანო ალეგრის განცხადებაზე, რომელიც ბონუჩის კაპიტნობას უკავშირდება.

„დღევანდელ დღეს უფრო აღფრთოვანებული ვარ, ვიდრე ხალხით სავსე სტადიონზე. ეს არის მნიშვნელოვანი პატივი, რომელიც ფეხბურთს სცილდება. ვიტერბო ჩემს გულშია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გამარჯვების გაზიარება ხალხთან ერთად შევძელი.

ალეგრის ხუმრობა კაპიტნის სამკლაურზე? მწვრთნელი ხშირად ხუმრობს და ჩემთვის მხოლოდ მოედანზე გაკეთებულ საქმეს აქვს მნიშვნელობა. მე ვიცი რა უნდა გავაკეთო მოედანსა და გასახდელში.

„ინტერი“ ჯერ კიდევ ყველაზე ძლიერია, მაგრამ „მილანი“, „რომა“ და „ლაციოც“ ჩვენი კონკურენტები არიან. საჩემპიონო ბრძოლას დეტალები გადაწყვეტს. ალეგრი ენერგიულია და მზად ვართ დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ შესანიშნავი სეზონი გვქონდეს.

ლუკაკუ და მესი? ეს არის სატრანსფერო ბაზარი, ბევრი ძლიერი ფეხბურთელი იცვლის გუნდს და ამან შეიძლება იერარქია შეცვალოს. ჩვენს კლუბს სურს საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ“, – თქვა ბონუჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …