იტალიური მედია ტურინის „იუვენტუსს“ ნიკოლო ძანიოლოს ბოლო ორი დღეა აქტიურად უკავშირებს.
„რომას“ სპორტულმა დირექტორმა ტიაგო პინტომ მზადყოფნა უკვე გამოთქვა 22 წლის ფეხბურთელის გასაყიდად და „იუვე“ ტრანსფერის ფორმულას ამუშავებს.
ძანიოლოს საფასური დაახლოებით 40 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ ტურინელები მზად არიან გარიგებაში მოიზე კინი ან ვესტონ მაკკენი ჩართონ. უფრო მეტად ეს უკანასკნელი, რადგან „რომას“ ამერიკელი მფლობელები ჰყავს და მაკკენის დამატება „რომასთვის“ ამერიკულ ბაზარზე პოპულარულობას გაუზრდის, რაც შესაძლოა „ჯალოროსისთვის“ უფრო მისაღები აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ძანიოლო „რომაში“ 2018 წლიდან თამაშობს და 95 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი, ხოლო იტალიის ნაკრებში კი მან 8 თამაშში თავი ორჯერ გამოიჩინა.