მთავარი / სიახლეები / ზაკარია: “მამაჩემი “იუვეს” ფანი იყო და აქ თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი”

ზაკარია: “მამაჩემი “იუვეს” ფანი იყო და აქ თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი”

ტურინის „იუვენტუსმა“ შვეიცარიელი ახალწვეული დენის ზაკარია მედიის წინაშე წარადგინა. 22 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ყოველთვის ოცნებობდა „იუვეში“ თამაშზე და ეს მის კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„იუვე“ არის ერთ-ერთი კლუბი, რომელშიც თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი კარიერის გაგრძელებისთვის სწორი გზა იქნებოდა. ველოდი, რომ „გლადბახს“ დავტოვებდი, მაგრამ არა ახლავე, მაგრამ, როცა „იუვეს“ სურს შენი დამატება, ეს ყოველდღე არ ხდება. ეს შანსი მომეცა და იმედი მაქვს, რომ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილის შეტანას შევძლებ. ნამდვილად ვამაყობ, რომ აქ ვარ. მამაჩემი „იუვენტუსის“ გულშემატკივარი იყო და ამიტომ, ბევრი ვიცი ამ კლუბის შესახებ, ვეცდები, მაქსიმალურად დავეხმარო კლუბს გაუმჯობესებაში.

რა თქმა უნდა, ყოველთვის მქონდა მიზანი, რომ უფრო მეტი გოლი გავიტანო, ვიდრე ვიტან. ვინაიდან, ახლა „იუვეში“ ვარ, შეიძლება ეს კარგი შანსი იყოს, რომ უფრო ეფექტური გავხდე შეტევაში თამაშით. ლიხშტაინერთან თუ ვისაუბრე? არა, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და მასთან სასაუბროდ დრო არ მქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში ვისაუბრებთ.

მწვრთნელსაც და თანაგუნდელებს ძალიან ადვილად გავუგე, ატმოსფერო ძალიან კარგია. ჩემი ბუნებრივი პოზიცია მოედნის ცენტრში თამაშია. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, გუნდთან ერთად უკვე ორჯერ ვივარჯიშე და თუ მწვრთნელი საჭიროდ მიიჩნევს, მზად ვარ მოედანზე მომდევნო მატჩშივე გავიდე.

ეს ჩემი კარიერის მწვერვალია? ყოველთვის გაუმჯობესებას ვფიქრობ და ეს ჩემი მაქსიმუმი არ არის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩემს კარიერაში, მაგრამ მინდა გავძლიერდე და უკეთესი გავხდე.

ჩემთვის მისაბაძი მაგალითი? პატრიკ ვიეირა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის მომწონდა, მაგრამ მე ზაკარია ვარ და ვცდილობ ჩემი იდენტობა მქონდეს. პოგბა? ყველა ვიცნობთ მას და ვიცით, რაც მან აქ გააკეთა და რაც დატოვა. იმედი მაქვს, იგივე წარმატებით ვითამაშებ, როგორც პოგბა „იუვეში“ თამაშობდა, მაგრამ მე ჩემი ვინაობა მაქვს“, – განაცხადა ზაკარიამ.

შეგახსენებთ, რომ დენის ზაკარია „იუვენტუსმა“ „გლადბახიდან“ 8 მილიონ ევროდ დაიმატა და მას კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …