მთავარი / სიახლეები / “ფიორენტინას” პრეზიდენტი: “ვლაჰოვიჩის აგენტები მატყუარები არიან”

“ფიორენტინას” პრეზიდენტი: “ვლაჰოვიჩის აგენტები მატყუარები არიან”

ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტმა როკო კომისომ განაცხადა, რომ დუშან ვლაჰოვიჩის აგენტები მატყუარები არიან და ფეხბურთელი „იუვენტუსთან“ მანამდეც შეთანხმებული იყო.

„ვლაჰოვიჩმა ბოლო შეხვედრისას გამარჯობას არ მითხრა. ეს ჩემთვის და ვინც „ფიორენტინაში“ მუშაობს ძალიან რთული იყო. ნოემბერში გვინდოდა მასთან კონტრაქტის განახლება, მაგრამ მისი აგენტები მატუარები არიან. ველოდებოდი პასუხს, მეორე დღეს დავნიშნეთ შეხვედრა და მერე გვითხრეს, რომ 8 მილიონს ითხოვნდნენ ხელფასს. არ მესმის ჩემს მიმართ გამოთქმული კრიტიკა. გარდა ამისა, აგენტებმა საკომისიოც მოითხოვეს. მათ გამდიდრება როკო კომისოს ხარჯზე უნდოდათ. ფაქტია, რომ ვლაჰოვიჩი სხვა კლუბთან შეთანხმებული იყო და როგორც აღმოჩნდა, „იუვენტუსთან“, – თქვა კომისომ.

შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ 75 მილიონ ევროდ გადავიდა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …