ტურინის „იუვენტუსი“ მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის მორიგი კონტაქტი დღეს შედგება.
მხარეები ტელეფონით ისაუბრებენ, რომ შეთანხმებას მიაღწიონ და მორიგი შეხვედრა უკვე კონტრაქტის გასაფორმებლად დათქვან.
„იუვე“ და „სასუოლო“ ლოკატელის ტრანსფერის ფინანსურ მხარეზე უკვე შეთანხმდნენ (35 მილიონი ევრო), მაგრამ გარიგების ფორმულაზე ჯერ – ვერ. „იუვენტუსს“ სურს მანუელის გამოსყიდვის ვალდებულება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას დაუკავშიროს, ხოლო „სასუოლო“ ამაზე თანახმა არაა და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდათ, რომ ტურინელებმა ვალდებულება აიღონ.
პრესის ცნობით, არსებობს დიდი ოპტიმიზმი, რომ შეთანხება ბოლოს და ბოლოს, შედგება, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მაშინ „იუვენტუსი“ მოლაპარაკებებს შეწყვეტს და ფეხბურთელის დამატებაზე უარს იტყვის. შეგახსენებთ, რომ მხარეები აქამდე ოთხჯერ შეხვდნენ და „იუვეს“ ლოკატელის დამატება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულსაც სურდა.