მთავარი / სიახლეები / რონალდუს მეგობარი ჟურნალისტი კრიშტიანუს შესახებ სენსაციურ ცნობას აანონსებს

რონალდუს მეგობარი ჟურნალისტი კრიშტიანუს შესახებ სენსაციურ ცნობას აანონსებს

ესპანური გამოცემა El Chiringuito ადგილობრივი დროით 00:00 საათზე (თბილისის დროით 02:00 საათზე კრიშტიანუ რონალდუს შესახებ სენსაციური ინფორმაციის გავრცელებას აანონსებს.

ამის შესახებ გამოცემის ჟურნალისტმა ედუ აგირემ პირდაპირ ეთერში განაცხადა. აგირე რონალდუს ახლო მეგობარია, რომელიც პორტუგალიელს ხშირად სტუმრობს და „რეალიდან“ „იუვენტუსში“ ტრანსფერიც პირველი მან დააანონსა.

მოსალოდნელია, რომ ედუ აგირე კრიშტიანუს პსჟ-ში ტრანსფერის შესახებ გაავრცელებს ცნობას. ამ დროისთვის ყველაზე რეალური სცენარი ასეთია: კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ გადავა, ხოლო პარიზელები მის შემცვლელად რონალდუს დაიმატებენ.

ჯერჯერობით სხვა დეტალი უცნობია. რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და „პარი სენ ჟერმენს“ მის სანაცვლოდ ფულის გადახდა მოუწევს. ტურინელები პორტუგალიელის გაშვების შემთხვევაში ვის დაიმატებენ შემცვლელად, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობა არ ვრცელდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …