მთავარი / სიახლეები / კაპელო: “ალეგრისთვის ადვილი არ იქნება წინა წარმატების გამეორება”

კაპელო: “ალეგრისთვის ადვილი არ იქნება წინა წარმატების გამეორება”

ფაბიო კაპელომ ახალი სეზონის წინ იტალიის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებზე ისაუბრა და მათ შორის „იუვენტუსზეც“, რომელიც ფავორიტად მიაჩნია. თუმცა, გამოცდილი მწვრთნელი ფიქრობს, რომ მასიმილიანო ალეგრისთვის წინა წარმატების გამეორება ადვილი არ იქნება.

„იუვენტუსი“ სეზონს ფავორიტის რანგში იწყებს „ინტერის“ მიერ გასხვისებული ფეხბურთელების შემდეგ. ყველა მოლოდინი ალეგრის უკავშირდება და მე ვფიქრობ, რომ წინა ციკლის გამეორება ადვილი არ იქნება. მაქსმა უნდა აჩვენოს ძალა და გადამწყვეტობა. რაღაც განსაკუთრებულს ველოდები დე ლიხტისგან და დიბალასგან, არგენტინელს საოცარი პოტენციალი აქვს, მაგრამ ყოველთვის რაღაც აკლდებოდა“, – თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში 22 აგვისტოს, სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …