მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვემ” სერია A-ში სტუმრად 3 ბურთით 2021 წლის შემდეგ პირველად მოიგო

“იუვემ” სერია A-ში სტუმრად 3 ბურთით 2021 წლის შემდეგ პირველად მოიგო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში სამბურთიანი სხვაობით გასვლაზე 2021 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

„ბებერმა ქალბატონმა“ სალერნოში „სალერნიტანას“ 3:0 აჯობა და მანამდე ასეთი სხვაობით სტუმრად 2021 წლის მაისში ბოლონიაში ჰქონდა მოგებული – 4:1. სხვათა შორის, ეს იყო ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით ბოლო თამაში.

თავის მხრივ, ალეგრის ხელმძღვანელობით „იუვემ“ გასვლაზე 3 ბურთით 2019 წლის თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო, როცა „სასუოლო“ მაშინ 3:0 დაამარცხა.

აქვე ვთქვათ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „იუვენტუსმა“ სტუმრად ერთ მატჩში ერთზე მეტი გოლი პირველად გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …