მთავარი / სიახლეები / სერია A / ვლაჰოვიჩი: “გოლი ძალიან მჭირდება და დი მარიას მადლობელი ვარ”

ვლაჰოვიჩი: “გოლი ძალიან მჭირდება და დი მარიას მადლობელი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა „სალერნიტანასთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რამდენიმე მატჩის შემდეგ იდეალურ კონდიციაში იქნება.

„ჩემთვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ, რადგან ზედიზედ სამი შეხვედრა არ გვქონდა მოგებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და მადლობა გუნდს. მინდა მადლობა მწვრთნელსაც გადავუხადო და ვფიქრობ, ასე უნდა გავაგრძელოთ.

დიახ, დი მარიას შევუთანხმე პენალტის დარტყმა. თავდამსხმელისთვის გოლი მნიშვნელოვანია, თავდამსხმელები ამით ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი დი მარიას, რომელმაც მომცა საშუალება პენალტი დამერტყა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ალეგრიმ იცის, რამდენის გაკეთება შეგვიძლია, მას არ სურს, რომ 3:0-ზეც მოვეშვათ, უნდა ვიყოთ კომპაქტური, ვითამაშოთ ჩვენი თამაში, რადგან, როცა ანგარიში 0:0-ია არ გვაქვს შეცდომის და მეტოქისთვის საჩუქრის გაკეთების უფლება.

115 დღის შემდეგ ეს მეორე თამაში იყო ჩემთვის. ვფიქრობ, კიდევ მჭირდება რამდენიმე თამაში რიტმში დასაბრუნებლად. თამაშიდან თამაშამდე ჩემი კონდიციები 100%-ს მიაღწევს. რეალობა ასეთია, რომ 26 ქულა გვაქვს და უნდა ვითამაშოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეიძლება მეტი თამაშის მოსაგებად. „იუვენტუსმა“ ყოველთვის მოგებაზე უნდა ითამაშოს და ეს უნდა გავაკეთოთ“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 12 თებერვალს, შინ „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …