მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ 14 ქულა გვჭირდება”

ალეგრი: “ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ 14 ქულა გვჭირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სალერნიტანასთან“ მოგების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, სეზონის დარჩენილ ნაწილში მინიმალური მიზანი კიდევ 14 ქულის დაგროვებაა, რომ სერია A-ში ადგილის შენარჩუნება მოახერხონ.

„ბიჭებისგან კარგი პასუხი იყო, 60 წუთი კარგად ვითამაშეთ, 3:0-ის შემდეგ კი ცოტა ზედაპირულები ვიყავით და კარისკენ იმაზე მეტი დარტყმა მივიღეთ, ვიდრე ეს სასურველი იყო. ბიჭებმა იციან, რომ უკეთესად თამაშიც აუცილებელია.

ახალგაზრდები? ჩვენ ყველა გვჭირდება. ამჯერად ფაჯოლიმ კარგად ითამაშა, მირეტიმაც, სანამ ტრავმას მიიღებდა. ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ყველა ფეხბურთელი საჭიროა. მესმის, რომ არიან ბიჭები, რომლებიც გარეთ რჩებიან, რომლებიც ნახევარ საათს თამაშობენ, მაგრამ ცვლილებები გადამწყვეტია, რადგან ყოველ სამ დღეში ვთამაშობთ. ვინც შეცვლაზე შედის, გადამწყვეტი ხდება. გარდა ამისა, გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც თვეები გაუცდათ და ამჯერად 90 წუთი თამაში არ შეუძლიათ.

ვლაჰოვიჩი? ვთქვი, რომ მას მხოლოდ გოლი აკლდა, რადგან ფიზიკურად ახლა უკეთაა და უფრო კარგად მოძრაობს, უფრო ბრწყინვალეა. დღეს მან ტექნიკურად კარგად ითამაშა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. დი მარია 45 წუთის განმავლობაში აღმართოვანებელი იყო, მას ყველა თამაში 60 წუთი რომ ეთამაშა, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნებოდა.

მე რეალობას ვუყურებ: 41 ქულა დავაგროვეთ, მაგრამ 15 წაგვართვეს და შესაბამისად, 26 ქულა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ სერია A-ში დასარჩენად 14 ქულა გვაკლია. მიზანია, რომ ათეულში მოვხვდეთ.

ტრიო შეტევაში? თამაში ყველას უწევს, მაგრამ არის მომენტები, როცა ზოგი კარგადაა, ზოგი არაა, მაგრამ გუნდს ყველა სჭირდება. დღეს დი მარიამ დაცვაში დიდი სამუშაო შეასრულა, შემდეგ ის კიეზამ შეცვალა და მანაც კარგად ითამაშა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს ფლორენციის „ფიორენტინასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …