მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვემ” “სამპდორია” უხვგოლიან შეხვედრაში დაამარცხა

“იუვემ” “სამპდორია” უხვგოლიან შეხვედრაში დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში გენუის „სამპდორიას“ შესუსტებული შემადგენლობით უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

„იუვესთვის“ თითქოს ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, რადგან გლეისონ ბრემერისა და ადრიენ რაბიოს გოლებით 26-ე წუთისთვის 2:0 დაწინაურდა, მაგრამ 31-ე და 32-ე წუთებზე მოულოდნელად ორი გოლი გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა.

მეორე ნახევარში „იუვეს“ ისევ შეტევა მოუწია, რამაც შედეგი გამოიღო. 64-ე წუთზე რაბიომ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო 5 წუთის შემდეგ დუშან ვლაჰოვიჩს შეეძლო უგოლო სერიის დასრულება, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. მისი დარტყმა ძელს მოხვდა. ტურინელებმა მეოთხე გოლი მაინც გაიტანეს. მსაჯის კომპენსირებულ დროში ვლაჰოვიჩის დარტყმა ხარიხას მოხვდა და დამატებაზე მატიას სულემ შეაგდო. ეს 19 წლის არგენტინელის სადებიუტო გოლია „იუვენტუსის“ რიგებში.

მასიმილიანო ალეგრის გუნდს 38 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდება, მაგრამ მანამდე ევროპა ლიგაზე „ფრაიბურგს“ ესტუმრება.

„იუვენტუსი“ – „სამპდორია“ 4:2 (2:2)

გოლები: 1:0 ბრემერი (11), 2:0 რაბიო (26), 2:1 აუჯელო (31), 2:2 ჯურიჩიჩი (32), 3:2 რაბიო (64), 4:2 სულე (90)

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …