მთავარი / სიახლეები / ანჯელო დი ლივიო “იუვეზე”, ვლაჰოვიჩზე, პოგბაზე, კოსტიჩსა და “ფრაიბურგთან” მატჩებზე

ანჯელო დი ლივიო “იუვეზე”, ვლაჰოვიჩზე, პოგბაზე, კოსტიჩსა და “ფრაიბურგთან” მატჩებზე

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა ანჯელო დი ლივიომ. ვეტერანმა ფეხბურთელმა ისაუბრა, „ფრაიბურგთან“ ჩატარებულ და მომავალ მატჩებზე, დუშან ვლაჰოვიჩზე, პოლ პოგბასა და ზოგადად კლუბზე.

– როგორ დაინახეთ „ფრაიბურგთან“ „იუვენტუსი“?

– სიმართლე გითხრათ, მეტს ველოდი, როგორც თამაშის, ისე გოლების მხრივ. 2:0 უფრო მშვიდი ანგარიში იქნებოდა საპასუხო მატჩისთვის. საჭირო იყო რამდენიმე გოლით მეტის გატანა.

– არსებობს თუ არა ვლაჰოვიჩის პრობლემა?

– აშკარაა, რომ თავდამსხმელი კარგ ფორმაში არაა, მაგრამ ყველაფერს მას ვერ დავაბრალებ. მას საკუთარი თავის პოვნა სჭირდება, მაგრამ თანაგუნდელებიც უნდა დაეხმარონ უკეთესი პასებით. ვლაჰოვიჩი მოედანზე მონდომებულია, მაგრამ კარის წინ სუფთა თამაშში მოიკოჭლებს, ხანდახან ზედმეტ ენთუზიაზმს ავლენს. ვფიქრობ, მეტი უნდა იფიქროს, მაგრამ ასეთი ფეხბურთელები ნამდვილად მომწონს, მაგალითად, კოსტიჩიც.

– კოსტიჩზე, იცით თუ არა, რომ ხშირად მას თქვენ გადარებენ?

– ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კოსტიჩი ძალიან მომწონს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ის ცაციაა, მე მარჯვნივ ვთამაშობდი. ორივე ფაზაში კარგად თამაშობს, კარგი ჩაწოდებები აქვს. მისი დამოკიდებულებაც მომწონს, ძალიან თავმდაბალი ბიჭი ჩანს. მოკლედ, სასიამოვნო სიურპრიზი და აღმოჩენა იყო. გარდა ამისა, ჩანს, რომ უმჯობესდება, როდესაც ვიღაც უმატებს, ეს ნიშნავს, რომ გუნდს კარგად შეერწყა.

– დი ლივიოდან კოსტიჩამდე: „იუვეს“ ჰყავს ახალი ჯარისკაცი?

– არ ვიცი, მოსწონს თუ არა, მას ეს მეტსახელი. გულწრფელი ვიქნები: მომწონდა ეს მეტსახელი, შეგიძლიათ აჩვენოთ რამდენიმე ვიდეო, რომელშიც მე ვთამაშობ. ბევრ პოზიციაზე ვთამაშობდი და თავდადებას ვაჩვენებდი.

– რა სჭირდება „იუვეს“საპასუხო მატჩში საიმისოდ, რომ „ფრაიბურგის“ ბარიერი გაიაროს?

– მატჩისადმი საუკეთესო მიდგომა, როგორიც იყო პირველ მატჩში. ხელახლა მოუწევთ შეტევაზე ფიქრი, კონტრშეტევებზე კარგი თამაში და გოლის გატანა. სამწუხაროდ „იუვეს“ ყოველთვის რაღაც აკლია უფრო მეტი გოლის გასატანად და თამაშების დასახურად. 1:0 გამარჯვებაა, მაგრამ 180-წუთიან დაპირისპირებაში არსებობს რისკი, რომ მეტოქემ მე-80 წუთზე გოლი გაიტანოს და დამატებით დროში გადადიხარ, სადაც თავს დაღლილობა იჩენს, შიშიც გიპყრობს, რომ გავარდები. „იუვეს“ კარის წინ ცივსისხლიანობა აკლია.

– მაგრამ, ეს როგორ შეიძლება გუნდმა მოიპოვოს?

– ვარჯიშით, შეტევების გამუდმებით ვარჯიში, კარში დარტყმები თავდაჯერებულად. კარის წინ სიმტკიცეა საჭირო.

– ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია თუ მენტალურიც?

– როგორც ტექნიკური, ასევე მენტალური. რწმენის საკითხიცაა. ხანდახან არ არის საჭირო იმაზე ფიქრი, როგორ უნდა დაარტყა, ვთქვათ, დელ პიეროს ან დი მარიას სტილში ტექნიკურად, არამედ ზოგჯერ საჭიროა უბრალოდ ძლიერი დარტყმა, თავდაჯერებით, რომ გოლს გაიტან.

– საბედნიეროდ „იუვეს“ საპასუხო მატჩში დი მარია და კიეზა წესით დაეხმარებიან…

– მადლობა ღმერთს. ფედერიკოს მდგომარეობა ძალიან მაწუხებდა, ის კიდევ ერთ ტრავმას არ იმსახურებდა. მასთან და დი მარიასთან ერთად „ბიანკონერი“ რა თქმა უნდა, უფრო მშვიდად წავა გერმანიაში, ისინი ორი მძიმე და პირველ რიგში შეუცვლელი დანაკლისი იქნებოდნენ.

– ეთანხმებით თუ არა ალეგრის და კლუბის მიერ პოგბასთან მიმართებაში გატარებულ ზომებს?

– რა თქმა უნდა. მე ძალიან გაბრაზებული ვარ პოგბაზე. ერთი წელია არ უთამაშია და ამ დროს არ შეიძლება ვარჯიშზე დაგვიანება. ჩემს დროს ერთი საათით ადრე მივდიოდით. ასეთ დელიკატურ მომენტში საჭიროა გონება და პროფესიონალიზი. „იუვენტუსში“ ახლა რთული სიტუაციაა, ამიტომ დამოკიდებულება უფრო სამაგალითო უნდა იყოს, ვიდრე მაშინ, როცა საქმე კარგად მიდის.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …