მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “სამპდორია”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “სამპდორია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში გენუის „სამპდორია“ ადრიენ რაბიოს დუბლით, გლეისონ ბრემერისა და მატიას სულეს გოლებით 4:2 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

პერინი 6 – გოლებში ის უდანაშაულო იყო.

ბრემერი 6 – გოლი გაიტანა, მაგრამ დაცვით ფაზაში შემაშფოთებელი სირთულეები ჰქონდა. ტრავმის გამო შეცვალეს.

რუგანი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

ბონუჩი 5 – ვერ ვითვლით, რამდენჯერ დაჩაგრეს. ის არ არის მზად ზედიზედ ორი მატჩისთვის ასეთ ახლო პერიოდში.

კუადრადო 7 – მარჯვენა ფლანგზე მან გუნდს არაპროგნოზირებადობა მოუტანა. მისი თამაშში ჩართვა მაინც გადამწყვეტია. მოიპოვა პენალტი და ბურთი ხარიხასაც მოარტყა.

დანილო 5 – მასაც უჭირს, მაგრამ ალეგრი მას არასდროს ცვლის, რადგან შეუცვლელია.

დე შილიო 5 – აუჯელო-ჯურიჩიჩისგან დაიჩაგრა.

ფაჯოლი 6.5 – კარგად დაიწყო და იმ მცირე მათგანი იყო, ვინც „სამპდორიას“ ორი გოლის შემდეგაც კარგი იყო.

ბარენეჩეა 5.5 – ის ფლეიმეიქერი არ არის.

ლოკატელი 6.5 – ნახევარდაცვაში, რომელიც სრულ დაბნეულობაში იყო, მან წესრიგი დაამყარა.

რაბიო 7.5 – აგრძელებს სეზონის რეკორდების შეგროვებას. კიდევ ორი გოლი, რამაც „იუვეს“ მოაგებინა.

კოსტიჩი 6 – პირველი გოლის დროს კუთხური იდეალურად ჩააწოდა. შემდეგ ძანოლისთან გაუჭირდა, მაგრამ მატჩის ბოლო ნაწილში კარგი იყო და 4:2-შიც მისი დიდი წვლილია.

მირეტი 6.5 – „იუვეზე“ უკეთესი, საგოლე პასი და სხვა პოტენციური საგოლე პასებიც გააკეთა.

სულე 6.5 – პირველი გოლი სერია A-ში.

ვლაჰოვიჩი 5.5 – „იუვე“ გოლებს იტანს, მაგრამ მას ვერ ვხედავთ. „იუვეს“ უჭირს და ის არ ჩანს. პენალტიც გააცუდა. სად იყო? თუმცა, არ დანებდა, ცდილობდა გატანას და ბოლოს ახლოს იყო გოლთან, მაგრამ მეკარემ და ხარიხამ ერთად შეუშალეს ხელი, რასაც სულეს გოლი მოჰყვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …