მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ფრაიბურგთან” პოგბა არ იქნება, დი მარია ითამაშებს, კიეზა – ვნახოთ”

ალეგრი: “ფრაიბურგთან” პოგბა არ იქნება, დი მარია ითამაშებს, კიეზა – ვნახოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამპდორიასთან“ მატჩის (4:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, არ შეიძლება, როდესაც 2:0-ს იგებ, გახსნილი თამაში ითამაშო.

„დუშანმა კარგად ითამაშა, გოლებს მოგვიანებით გაიტანს, ალბათ „ფრაიბურგთან“. დღეს ახლოს იყო გოლთან, მშვიდად უნდა დარჩეს, ტექნიკურადაც კარგად ითამაშა. ყოველთვის ვეუბნები, რომ მშვიდად უნდა იყოს, ხანდახან ჩქარობს. ეს ნორმალურია 23 წლის ბიჭისთვის, არ დაგვავიწყდეს, რომ „იუვენტუსში“ სულ 1 წელია თამაშობს. სულ სხვაა, როცა „იუვეში“ 10 წელი ხარ და სულ სხვა, როდესაც მხოლოდ ერთი. მან კარგად ითამაშა, კარგად მუშაობს. ყველა თვისება აქვს გასაუმჯობესებლად. დღეს ბოლო 20 წუთი კარს კარგად უტევდა და გოლებს აუცილებლად გაიტანს.

თამაში გასაუმჯობესებელია, უკეთ უნდა ვმართოთ, 2:0-ს როცა იგებ, არ შეიძლება ღია ფეხბურთი ითამაშა. ბარენეჩეას, ფაჯოლის და მირეტის საამისო გამოცდილება აკლიათ, ასეთ დროს საჭიროა სივრცეების დახურვა და კონტრშეტევებზე თამაში. მათ უკან გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ და მათ ყური უნდა დაუგდონ. ფაჯოლიმ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ მეტოქის პირველ გოლზე ჯარიმა უნდა აეღო, მეორე გოლი კი პირველი გოლის გამო გავუშვით. თუმცა, ეს ხდება, გამოცდილების ნაკლებობაცაა, მაგრამ ამ მხრივ უნდა გავაუმჯობესოთ.

პარედესის ართამაში? ეს ტექნიკური არჩევანი იყო, დღეს მჭირდებოდა ისეთი მოთამაშე, როგორც ენცოა, რომელიც პირველი გუნდის ფეხბურთელია და მან კარგად ითამაშა. ბრემერი? კარგადაა, მცირე დისკომფორტი იგრძნო, მის სიტუაციას ხვალ შევაფასებთ.

ფაჯოლი ისე იზრდება, როგორც ძრავა, ის კარგად აყენებს კორპუსს, მყარად დგას ფეხებით მიწაზე, მაგალითად, მირეტისთან შედარებით, რომელიც ფიზიკურად უფრო სუსტია, მაგრამ ფაბიომაც დღეს კარგად ითამაშა. მან პირველ ტაიმში ვლაჰოვიჩს ისეთი პასი მისცა, რომელსაც მხოლოდ ხარისხიანი და ტექნიკური ფეხბურთელები აკეთებენ, ხედავენ თამაშს, ხაზებს შორის კარგად მოძრაობენ. ფაჯოლი მეორე ტაიმში ბევრად გაიზარდა.

რაბიო ძალიან კარგი ფეხბურთელია, სხვებისგან განსხვავდება. დღეს მქონდა გეგმა, რომ მას 60 წუთი ეთამაშა და პოგბას 30 წუთი, თუმცა არ გამოვიდა. მნიშვნელოვანი იყო ეს მოგება, რადგან ქულები გვჭირდება. მოედანზე ამ დროისთვის 53 ქულა მოვიპოვეთ. ქულების დაკლება? არაფერს ვამბობ სასამართლო პროცესებზე, რადგან ამაზე კლუბი ზრუნავს. ვიმეორებ, როცა დაგვსაჯეს, „ატალანტასთან“ კარგი რეაქცია გვქონდა. ვირტუალურად მეორე ადგილზე ვართ, ბიჭებმა 53 ქულა მოედანზე მოიპოვეს.

დღეს სულემ გოლი გაიტანა, რომელიც მეორე გუნდიდან დავიმატეთ. ბედნიერი ვარ, რომ გოლი გაიტანა, ტექნიკურად თამაში გაასუფთავა. „ფრაიბურგთან“ პოგბა ნამდვილად ვერ ითამაშებს, კიეზა ვნახოთ. დი მარია კი სამშაბათს გუნდთან ერთად იქნება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 38 ქულით სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, 16 მარტს კი სტუმრად „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …