ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დუშან ვლაჰოვიჩმა ახალი სეზონის მიზნებზე, ანხელ დი მარიასა და გლეისონ ბრემერზე ისაუბრა.
„წავიკითხე, რომ ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ბომბარდირი არასდროს გამხდარა ჩემპიონი, მაგრამ ყველაფერი პირველად ხდება, არა? გუნდური მიზნები ყოველთვის პირადზე მაღლა დგას, „იუვეს“ გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია და თუ 30 გოლს გავიტან და ჩემპიონები გავხდებით, ეს ჩემთვისაც კარგი იქნება.
როდესაც გავიგე, რომ დი მარია მოვიდოდა, მაშინვე დავფიქრდი რამდენიმე გოლის და საგოლე პასის გაკეთება შეგვეძლო ერთად, რადგან მეც მინდა მას გატანაში დავეხმარო. ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და ერთ-ერთი უძლიერესი გარემარბია ბოლო 20 წელიწადში, სადაც არ უნდა ეთამაშა, ყოველთვის ასე იყო. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ასეთ ჩემპიონებს მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდი, მათთან თამაში ჩემი ბავშვობის მიზანი იყო. დი მარიას ცოტა უკეთ უნდა გავუგოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას არ გაუჭირდება. ის დიდ ფორვარდებთან თამაშობდა, მე უნდა ვკითხო, როგორ ვიმოქმედო, რომ მეტი პასი მომცეს.
ძალიან სასიამოვნოა ბრემერის „იუვეში“ ხილვა, ის სერია A-ს საუკეთესო მცველია. უტიტულო სეზონის შემდეგ ჩვენი მოვალეობაა ყველაფრის მოგება და მიზანიც ეს არის“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პრესეზონზე „იუვენტუსმა“ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, თუმცა, ვლაჰოვიჩი მოედანზე ჯერჯერობით 1 წუთითაც არ გასულა.