მთავარი / სიახლეები / ზაკარია: “სასარგებლო და კარგი მატჩი იყო”

ზაკარია: “სასარგებლო და კარგი მატჩი იყო”

ტურინის „იუვენტუსი“ ამხანაგურ მატჩში „ბარსელონას“ დაუზავდა – 2:2. მატჩის შემდეგ დენის ზაკარიამ, რომელმაც ნიკოლო როველასთან ერთად შეუცვლელად ითამაშა, სხვა ფეხბურთელები კი ალეგრიმ ყველა შეცვალა, კომენტარი გააკეთა.

„კარგი მატჩი იყო, კარგი შედეგით, რაც სასარგებლოა სეზონის ამ ნაწილის კარგად გასაგრძელებლად. შეგვიძლია მომატება, მაგრამ მზადება კარგად მიმდინარეობს. კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით, ამისთვის ვვარჯიშობ და ამ გზით შევძლებ თანაგუნდელებთან უკეთ შეთამაშებას“, – თქვა ზაკარიამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში მექსიკური „ჩივასი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო მომდევნო სპარინგს 31 ივლისს, მადრიდის „რეალთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …