ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-11 ტურში „ვერონასთან“ წააგო და მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუარესა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6 – იმის დაჯერება, რომ „იუვემ“ სეზონი ცუდად მხოლოდ მისი შეცდომების გამო დაიწყო, ახლა კარგი საბაბი იქნება.
დანილო 5.5 – გაფრთხილება მიიღო, მისი ზონიდან ყველაზე მეტი საფრთხე შეიქმნა, მაგრამ მაკკენის გოლში მსიი წვლილია.
ბონუჩი 5.5 – მან ვერც დაცვაში ითამაშა და ვერც შეტევების ორგანიზებას ახერხებდა.
კიელინი 5.5 – გუნდი მასთან ერთადაც უსულოდ თამაშობდა და შეცდომები დაუშვა.
ალექს სანდრო 5 – არტურის პასი ვერ მიიღო და ანგარიში გაიხსნა. მისი შეტევებში ჩართვაც არაფრის მომცემი იყო.
პელეგრინი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
კუადრადო 5 – ორი წელი დაცვაში გაატარა, ალეგრი დაბრუნდა და ნახევარდაცვაში დააბრუნა. პარადოქსია, მაგრამ ახლა გაცილებით ნაკლებად სახიფათოა.
კულუშევსკი 6 – ცდილობს თამაშს, მაგრამ არასდროს ისე, როგორც სურს. მარჯვნიდან გამწვავებას ცდილობდა და ვერ შეძლო.
ბენტანკური 5 – ხან მოედანზეა, ხან არა. ის ვერონაში არ ყოფილა.
ლოკატელი 5.5 – მას დასვენება სჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის გუნდს ძალიან სჭირდებოდა. თუმცა, 89-ე წუთზე ის ბურთი კარში მთელი ძალით უნდა დაერტყა და პასზე არ უნდა ეფიქრა.
არტური 4.5 – ის ძირითადში დაბრუნდა და ყველაზე ცუდი გზით. „ვერონას“ პირველი გოლი მისი დამსახურებაა.
ბერნარდესკი 5.5 – „იუვეს“ თამაში ვერ ააჩქარა.
რაბიო 4.5 – მოჩვენება. ან იქნებ, ნამდვილად მოჩვენებაა და ამიტომაც, არ ჩანს მოედანზე.
მაკკენი 6.5 – ალეგრიმ უთხრა, რომ გოლი უნდა გაიტანოს და ეს გააკეთა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
დიბალა 6.5 – ის თამაშობდა, მაგრამ ცხადია, მარტო ვერ ითამაშებს. პრობლემაც ის იყო, რომ მართლაც ძალიან მარტო იყო. შექმნა შანსები, ბურთი ხარიხას გაარტყა და ბოლოს მონტიპომ აჯობა.
მორატა 5 – ხანდახან დიბალასთან კარგად კომბინირებდა, მაგრამ მან გოლი უნდა გაიტანოს და თუ კარში არასდროს დაარტყამს, ეს შეუძლებელი იქნება.
ალეგრი 4.5 – „იუვე“ მოედანზე მოდუნებული გავიდა, პრაქტიკულად თამაშიდან გამოთიშული იყო. შემადგენლობას ყოველთვის ცვლის, იმაზე ხშირად ცდება, ვიდრე შეიძლება. მთელი გუნდის ფაზის მიღმაა.