ტურინის „იუვენტუსს“ ჯანლუიჯი დონარუმასა და მანუელ ლოკატელის აქტიურად უკავშირებენ. Sportmediaset-ი წერს, რომ მასიმილიანო ალეგრის დაბრუნების შემდეგ დონარუმას ტრანსფერის ალბათობა კიდევ უფრო გაიზარდა.
22 წლის მეკარე „მილანს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და ეს უკვე გადაწყვეტილია. „იუვეს“ კონკურენტი „ბარსელონაა“, მაგრამ ტურინული გუნდი ბრძოლაში წინ რჩება.
აღსანიშნავია, რომ ჯანლუკა დი მარციოს პოსტი ინსტაგრამში, რომელიც ალეგრის „ბებერ ქალბატონში“ დაბრუნებას ეხებოდა, დონარუმამ მოიწონა, რამაც მისი „იუვეში“ გადასვლის ჭორები კიდევ უფრო გააღვივა.
ცნობილი გვერდის, 433-ის ინსტაგრამ პოსტი ასევე ალეგრის ტურინში დაბრუნებაზე კი მანუელ ლოკატელიმ დაალაიქა. იტალიელი ნახევარმცველის შეძენას დიდი ხანია „იუვენტუსი“ ცდილობს.
ფაქტია, წინ საინტერესო ზაფხულია და იტალიელი ფეხბურთელები ტურინელთა მთავარი სამიზნეები არიან.
Locatelli and Donnarumma liking post of Allegri coming to Juve👀 pic.twitter.com/J4tM2RfZHW
— Julian (@JulianJuve_) May 27, 2021