მთავარი / სიახლეები / მარკიზიო: “ყოველთვის გამარჯვება შეუძლებელია”

მარკიზიო: “ყოველთვის გამარჯვება შეუძლებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ კლუბისა და ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა. მარკიზიოს აზრით, პირლოსგან მეტის მოთხოვნა სადებიუტო სეზონში შეუძლებელი იყო და გუნდმა ნორმალური სეზონი ჩაატარა.

„ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო. გუნდმა ბევრი ქულა დაკარგა იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძოდნენ და ამან გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე. ამ სეზონით გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. გუნდმა ორი ტიტული მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ველოდით უფრო მეტს? სიმართლეა, მაგრამ საბოლოოდ ვფიქრობ, დამაკმაყოფილებელი სეზონი იყო.

მჯერა, რომ ეს იყო გამარჯვებების ციკლის ფიზიოლოგიური მოაწურვა, რამაც ზედიზედ ცხრა ტიტულის მოგება განაპირობა. ეს იყო უცნაური სეზონი, შესვენება მცირე იყო, არ ყოფილა პრესეზონი, კოვიდსაგანგებო სიტუაცია იყო. ახალ მწვრთნელს დრო სჭირდება თავისი კონცეფციების გასატარებლად, მაგრამ ეს დრო მას არ ჰქონია.

ადამიანთან ჯგუფის ხელმძღვანელობა ადვილი არასდროს არის. პირლო შესანიშნავი მოთამაშე იყო, მან გამბედაობაც გამოიჩინა. გარდა ამისა, როგორც შეიძლება უარი უთხრა „იუვენტუსს“ მწვრთნელობაზე? ჩემთვის გასაგებია, რომ გამოცდილებაც საჭიროა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ორი ტიტული მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. მან ისეთივე თამამი არჩევანი გააკეთა, როგორიც ბოლო ტურში რონალდუს სკამზე დატოვება იყო“, – თქვა მარკიზიომ.

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო მარკიზიო „იუვენტუსში“ 2006-2018 წლებში თამაშობდა. მან კარიერა 2019 წელს დაასრულა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …